პროდუქციის შესახებ

სასწავლო ფილმები ქართული კულტურის ძეგლებზე მოსწავლეებს მათთვის გასაგები ენით მოუთხრობს ძეგლის ისტორიული წარსულისა და დღევანდელობის შესახებ. ფილმების 10-15 წუთიანი ქრონომეტრაჟი მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად გამოიყენოს ისინი გაკვეთილზე.

სერიალი, ისტორიული ეპოქების შესაბამისად, ექვს ციკლად იყოფა. თითო ციკლში ათი ფილმია დაგეგმილი. ფილმები გადაღებულია ციფრულ ვიდეო-ფორმატზე, რაც მომხმარებელს აძლევს მაღალი ხარისხის კინო-პროდუქციას როგორც ვიდეო-კასეტებზე, ასევე ლაზერულ (კომპაქტ) დისკებზე.

პროექტის ავტორები არიან მანანა შეყილაძე (განათლება და ახალი ტექნოლოგოები) და ზურაბ ოშხნელი (სასწავლო სატელევიზიო ცენტრი)

ამჯერად მზადაა და გთავაზობთ ექვს ფილმს - თითოეულ მათგანს თითო ციკლიდან.

სხვა პროდუქტები

ელექტრონული პროდუქცია
:: მულტიმედია ::

"საქართველოს ისტორია" VIII კლასი
კომპაქტ-დისკი წარმოადგენს საქართველოს ისტორიის VII კლასის სახელმძღვანელოს (ავტორები: მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, მ. ბახტაძე) ელექტრონულ ვერსიას, რაც მოიცავს პერიოდს ქვის ხანიდან XIII ს. დამდეგის, ანუ თამარის მეფობის ჩათვლით.
კომპაქტ-დისკის მიზანია სრულყოფილად უჩვენოს მოსწავლეს ყოველ პარაგრაფზე დართული ილუსტრაციები. სურათებს ახლავს ტექსტური და ხმოვანი კომენტარი, შეიძლება მისი გადიდება და დეტალიზება, ვიდეომასალის ჩვენება. აქვეა სახალისო ტესტები ცოდნის შესამოწმებლად, რვა დასახელების თემატური რუკა სავარჯიშოებით და ფრაგმენტები ისტორიული ფილმებიდან.
კომპაქტ-დისკის გამოყენება შეუძლია მოსწავლეს პერსონალურ კომპიუტერზე და მასწავლებელს საგაკვეთილო პროცესში.
 
“საქართველოს ისტორია” VII კლასი

საქართველო ადრეანტიკურ ხანაში (ძვ.წ. VII-I სს.) VII-XI კლასებისათვის
კომპაქტ დისკში გაშუქებულია ორი მთავარი საკითხი – ეგრისის სამეფო ძვ. წ. VI-IV სს. და ქართლის (იბერიის) სამეფო ძვ. წ. IV-II სს.
ეგრისის გვერდზე ოთხი ქვეთემის სარჩევია:
1. ბერძნული ახალშენები
2. ქართული ქალაქები
3. ურთოერთობა უცხოეთთან
4. საქართველოს გაერთიანება ფარნავაზის მიერ

ქართლის თემა იყოფა ოთხ ქვეთემად:
1. მამასახლისობა
2. ალექსანდრე მაკედონელი საქართველოში
3. ფარნავაზი
4. ფარნავაზის მემკვიდრეები

მესამე ქვეთემა "ფარნავაზი" კიდევ ორ ნაწილად იყოფა. ერთია "ცხოვრება", მეორე კი "სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა"
ამ განყოფილებას აბოლოებს ტესტი. მოცემულია 17 შეკითხვა, თითოეული სავარაუდო სამი პასუხით.

აღნიშნული კომპაქტ-დისკის გამოყენება შეუძლია მასწავლებელს გაკვეთილის პროცესში და მოსწავლეს სახლში პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობისას.

© ყველა უფლება დაცულია
განათლება და ახალი ტექნოლოგიები